fbpx
ჯანმრთელობა

“ნუ გამოიყენებთ კონდენციონერს, უმჯობესია, გააღოთ ფანჯრები” – სოტირის ციოდრას

დღევანდელ გამოსვლაში სოტირის ციოდრასმა ხაზი გაუსვა კორონავირუსის ეპოქაში კონდენციონერების გამოყენების საკითხს. მითუმეტეს, რომ ზაფხული მოდის და ის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთი ხდება მოსახლეობისთვის.

კერძოდ, სოტირის ციოდრასმა თქვა:

“უმჯობესია, რომ გააღოთ ფანჯრები, რათა ჰაერმა იმოძრაოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლში პაციენტია. ჩვენ ახლა მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით და დიახ, რაც უფრო ნაკლებად გამოიყენებთ კონდენციონერს, მით უკეთესი. თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებობდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა, კონდენციონერის გამოყენება საფრთხის შემცველია.”

როგორც პროფესორმა განმარტა, საბერძნეთში იკვლიეს კონდენციონერისა და ვირუსის ურთიერთობის საკითხი და რამდენიმე კონდენციონერში ვირუსის კვალი აღმოაჩინეს, თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობდა კორონავირუსით ინფიცირებული ამავე სახლში.

ეს ნიშნავს, რომ ტექნიკის ამ სახეობას შეუძლია ვირუსი გაავრცელოს ჰაერის მოძრაობის გზით.

onalem

ტესტ