fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

მორიგი ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში – გამთენიისას 5.2 ბალი დაფიქსირდა

დღეს გამთენიისას საბერძნეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში 5.2 ბალიანმა ბიძგმა საზოგადოება შეაშინა, ისე, როგორც ეს ათენში მოხდა.

გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ირაკლიოდან 23 კილომეტრში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა, სიღრმე კი 66 კილომეტრი იყო.

ამ დროისთვის ზარალზე ან დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, მიწისძვრამ მთელი კუნძული შეძრა.

 

onalem

ტესტ