fbpx
პოლიტიკა

მინიმალური ხელფასი 800 ევრო, თუ ალექსის ციპრა ისევ მოვა მთავრობაში – ΣΥΡΙΖΑ-ს გეგმა

ΣΥΡΙΖΑ-ს ლიდერმა, ალექსის ციპრამ, ჩამოაყალიბა პრიორიტეტები, რომლებიც მისი პარტიის მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში პირველ პლანზე დადგება და დაუყოვნებლივ დაიწყება მათი რეალობად ქცევა.

პირველ ეტაპზე ყოფილი პრემიერი აღნიშნავს მინიმალური ხელფასის ზრდას და აცხადებს, რომ თუ საბერძნეთის მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეაჩერებს არჩევანს ΣΥΡΙΖΑ-ზე, ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 800 ევრო გახდება.

მისი განმარტებით, საგრძნობლად შემცირდება ვალის რაოდენობა, რაც პანდემიის ფონზე მცირე და საშუალო საწარმოებს დააწვათ. იგეგმება ოჯახებისა და ბიზნესებისთვის შემამსუბუქებელი ზომების მიღება, მაგალითად საწვავსა და ძირითად საკვებ პროდუქტებზე დღგ-ს შემცირება 6%-მდე მაინც.

ციპრა მკაცრად აკრიტიკებს “ახალი დემოკრატიის” პოლიტიკას, რომელსაც შერჩევითს უწოდებს. მისი მოსაზრებით, ასეთ პირობებში შეღავათების გადანაწილება ხდება მოსახლეობის მცირე, შერჩევით ნაწილზე, რომელიც მხარს უჭერს მათ.

ყოფილი პრემიერი მოქმედ მთავრობას საჯარო სიძულვილში ადანაშაულებს და დასძენს: “განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ძალიან აშკარაა. ჩვენ გვჯერა მოქალაქის გვერდით მდგომი ძლიერი და ჰუმანურ სახელმწიფოსი, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ დაცვას, უსაფრთხოებას. ჩვენი თვალით დანახული სახელმწიფო იცავს ყველას და არ არის მიმართული შერჩევით ნაწილზე.”

onalem

ტესტ