fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკი უკრაინაში ჩასვლის სურვილს გამოთქვამს – პრემიერი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

დღეს შუადღეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონის საშუალებით ესაუბრა. ორი მაღალჩინოსანი მუდმივ კომუნიკაციაზეა ომის დაწყების დროიდან და მიცოტაკი ყოველ ჯერზე უცხადებს უკრაინის ლიდერს სოლიდარობას.

როგორც ირკვევა, მიცოტაკიმ ინტერესი გამოთქვა უკრაინელი ხალხისა და უკრაინაში მცხოვრები ბერძნების მდგომარეობასთან დაკავშირებით და ზელენსკი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საბერძნეთი მათ გვერდის დგას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ სურვილი აქვს ეწვიოს უკრაინას უახლოეს მომავალში.

onalem

ტესტ