fbpx
პოლიტიკა

კრემლმა ალექსის ციპრას რუსეთში ვიზიტი დაადასტურა

კრემლმა დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრას მოსკოვში ვიზიტის შესახებ. ეს პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ გააძევა დიპლომატები, ხოლო საბერძნეთმა რუსეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებაში დაადანაშაულა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, “ალექსის ციპრასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით მზადება მიმდინარეობს”. ვიზიტი, სავარაუდოდ, ზამთარში იგეგმება.

საბერძნეთის დიპლომატიურმა წრეებმა რუსულ მედიასთან, TASS-თან განაცხადეს, რომ ალექსის ციპრა დეკემბრის პირველ ნახევარში ეწვევა რუსეთს. ბერძნულმა გაზეთმა Nea Selida-მ კი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის თარიღად 12 დეკემბერი გამოაცხადა.

გასულ თვეში, ციპრამ განაცხადა, რომ ათენსა და მოსკოვში, მუშაობდნენ კრიზისის შემდგომ ურთიერთობის განახლებაზე და ისაუბრა, რომ  2018 წელს, დაგეგმილი ჰქონდა რუსეთში ვიზიტი.

შეგახსენებთ, რომ ივლისში, საბერძნეთმა 2 რუსი დიპლომატი გააძევა და რუსეთის ორ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.  გაზეთ Kathemirini-ის მიხედვით, ისინი საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებაში დაადანაშაულა.

ხოლო აგვისტოში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ბერძენი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან და სერგეი ლავროვის ათენში ვიზიტი გააუქმა.

onalem

ტესტ