fbpx
პოლიტიკა

ევროსი: თურქებმა ბერძნული მხარის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან ბერძნული შეიარაღებული ძალები და სასაზღვრო პოლიცია სათანადო სიმაღლეზე დგას და თურქების პროვოკაციებს უმკლავდებიან.

Καθημερινή-ის ინფორმაციით, სამშაბათს შუაღამით თურქული სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან ბერძნული მხარის მიმართულებით სროლა განხორციელდა. როგორც გაზეთშია აღნიშნული, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქებმა ბერძნებს ესროლეს.

“24 საათის წინ ბერძნულ მხარეს თურქული შეიარაღებული ძალების წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს მდინარის ტერიტორიაზე, როდესაც საზედამხედველო პროცესს ასრულებდნენ. თურქები საკუთარ სამუშაოს ასრულებდნენ, მაგრამ იმ მომენტისვის მათი სპეციალური სამიზნე სწორედ ბერძნული მხარე იყო.”

უნდა აღინიშნოს, რომ ევროსის ტერიტორიაზე განაწილებულია 1.000 ჯარისკაცი და 1.000 სპეციალური დანიშნულების პოლიციელი.

მომდევნო დღეებში ევროკავშირის მიერ მავთულხლართები და კამერები დამონტაჟდება. პარალელურად კი, კირიაკოს მიცოტაკისა და ავსტრიის კანცლერს შორის განხორციელებული შეხვედრის შემდეგ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ელოდებიან ავსტრიის, პოლონეთის და ჩეხეთის მხრიდან.

ავსტრია მხარს უჭერს საბერძნეთს და წვლილს შეიტანს ჯავშანტექნიკითა და დრონებით უზრუნველყოფის საკითხში. როგორც კანცლერმა განაცხადა, მზად ქვეყანა მზად არის გამოყოს ერთი მილიონი ევრო მიგრაციის პრობლემების მოსაგვარებლად.

უახლოს მომავალში ტერიტორია სრულიად კონტროლირებადი გახდება ღამის კამერების საშუალებითაც.

 

onalem

ტესტ