fbpx
საზოგადოება

ემიგრანტ ქალს, რომელიც საბერძნეთში 40 წელია ცხოვრობს, მხედველობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება, რადგან საავადმყოფო Covid-ად აქციეს

როგორც ტელეკომპანია OPEN TV-ის სიუჟეტიდან ვიგებთ, ქალბატონს, რომელიც საბერძნეთში, ემიგრაციაში უკვე 40 წელია ცხოვრობს, ერთი თვალის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ წითელი ჯვრის საავადმყოფო კოვიდ-19-ის რეფერალურ საავადმყოფოდ იქცა და მას უთხრეს, რომ მკურნალობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

ქალბატონმა როზამ, რომელიც იტალიიდან არის, სამი წლის წინ ერთ-ერთი თვალიდან მხედველობის 80%-90% დაკარგა და აქედან გამომდინარე, წითელი ჯვრის საავადმყოფოში ყოველ ორ თვეში ერთხელ საჭირო თერაპიას იკეთებდა. ვინაიდან წითელი ჯვრის საავადმყოფო ექსკლუზიურად კოვიდ-19-ით ინფიცირებულთათვის გამოიყო, მას უთხრეს, რომ მკურნალობა კერძო საავადმყოფოში უნდა გაეგრძელებინა, სადაც, ცხადია, დიდი თანხები უნდა გადაიხადოს.

როგორც ის ამბობს, კერძო ექიმი ერთი თერაპიისთვის 200 ევროს ითხოვს, ხოლო თავად წამლის ღირებულება არ იცის, რადგან არის სახელმწიფოს საკუთრება. აქედან გამომდინარე, უკვე არის საავადმყოფოებში ყველასთვის, ვისაც სჭირდება, თუმცა, უარს ეუბნებიან გაკეთებაზე.

onalem

ტესტ