fbpx
საზოგადოება

ათონის მთაზე ბერის 79 წლის მამა გაუჩინარდა – ძებნის ოპერაციაში ჩართეს დრონებიც

გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებულია 79 წლის მამაკაცი, რომელსაც ათონის მთაზე, საკუთარი ბერი ვაჟი მასპინძლობდა.

როგორც ირკვევა, მისი კვალი გასულ ხუთშაბათს, 23 აპრილს გაქრა და ამ დრომდე ვერსად პოულობენ. მამის გაუჩინარების შესახებ პოლიციას თავად ბერმა აცნობა, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.

დღეს დილით 8 კაციანი სამაშველო ჯგუფი, თესალონიკიდან, კავალადან და ხალკიდიკიდან ათონის მთაზე იმყოფება, რათა ძებნის ოპერაცია გააძლიერონ.

მოხუცი მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მის საძებნელად უკვე მობილიზებულია დრონები და მაშველები სპეციალური აღჭურვილობით, რომ კლდეებზე ცოცვაც გახდეს შესაძლებელი.

onalem

ტესტ