fbpx
საბერძნეთი

ათენის კრიმინალურ რეესტრში თაროები ჩამოცვივდა და ორი ადამიანი დაშავდა – საქმეზე გამოძიება დაიწყო

ათენის სააპელაციო სასამართლომ გამოძიება დაიწყო საქმეზე, რომელიც კრიმინალური რეესტრის განყოფილებაში თაროების ჩამოცვენას ეხება – ეს იყო უბედური შემთხვვეა, რომლის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი, ერთ-ერთი თავად რეესტრის თანამშრომელია.

როგორც ათენის სასამართლოს თანამშრომელთა გაერთიანება აცხადებს, საუბარია ინციდენტზე, რომელსაც თავისუფლად შეეძლო სასიკვდილო დაზიანებებიც კი მიეყენებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და თაროები ზედ დაეცათ.

პროკურატურის უფროსის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გვაქვს საქმე კრიმინალურ დანაშაულთან, სხეულის გაუფრთხილებლობით გამოწვეულ დაზიანებაზე.

ჩვენებები უნდა აიღონ დაშავებულებისგან და ასევე, შეამოწმონ თაროების ადგილი, მათი დამონტაჟებისთვის საჭირო აღჭურვილობა და ა.შ.

onalem

ტესტ