fbpx
საზოგადოება

ამინდის საგანგებო პროგნოზი – ფენომენი “ზინოვია” ხვალიდან საბერძნეთში

წვიმა, თოვლი და ძლიერი სიცივე – ახალი კლიმატური ფენომენი საბერძნეთში ამინდის მკვეთრ გაუარესებას ხვალიდან გამოიწვევს.

კერძოდ, ქვეყნის უმეტეს ნაწილში წვიმა, თოვლი და ტემპერატურის ვარდნა შაბათს დილიდან იქნება შესამჩნევი, ხოლო ქარი განსაკუთრებით გაძლიერდება ზღვის ტერიტორიებზე.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ფენომენის სახელწოდება “ზინოვიაა” და მისი საბერძნეთში შემოჭრა 27 დეკემბერს საღამოს საათებიდან არის მოსალოდნელი.

ამინდი განსაკუთრებით გაუარესდება საბერძნეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, რასაც თან ახლდება წვიმა, თოვლი და ჭექა-ქუხილი.

onalem

ტესტ