fbpx
ჯანმრთელობა

ამერიკაში, ნიუ იორკში, საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა

ნიუ-იორკში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ხუ­თე შემ­თხვე­ვა, ხოლო აშშ-ში ქარ­თვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა.

იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ხან­ში­შე­სულ მა­მა­კაცს კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად, სხვა თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც ჰქონ­და.

“სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ ერთი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ, ეს არის უკვე მე-5 შემ­თხვე­ვა სა­ზღვარ­გა­რეთ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი 64 წლის მა­მა­კა­ცი. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სა­ელ­ჩო ოჯახ­თან არი­ან კავ­შირ­ზე, ისე­ვე რო­გორც წინა შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში და­ფიქ­სირ­და. აქაც, გარ­და COVID-19-ისა, ასე­ვე იყო თან­ხმლე­ბი სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი” – გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

ბოლო დღე­ებ­ში, ამე­რი­კამ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ქვე­ყა­ნას გა­ას­წრო. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 165 000-მდე ადა­მი­ა­ნი, გარ­და­იც­ვა­ლა – 3000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ, ყვე­ლა­ზე მძი­მე სი­ტუ­ა­ცია ნიუ-იორკშია.

onalem

ტესტ