საბერძნეთის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციამ 44 ადამიანი დააკავა – 17 ქალი და 27 მამაკაცი
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 44 ადამიანი, რომელიც საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ცდილობდა.
კერძოდ, სასაზღვრო პოლიციამ ირაკლიოში (კრეტა), ნიკოს კაზანძაკის აეროპორტში უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე აიყვანა, რომელთაც ყალბი პასპორტები აღმოაჩნდათ.
როგორც ცნობილი გახდა, მათ თანხა გადაუხადეს კრიმინალურ დაჯგუფებას, რათა აეღოთ პასპორტები, რომლებიც თითქოსდა ეკუთვნოდა საფრანგეთს, ბელგიას, პაკისტანს, იაპონიას, კორეას, ჩინეთს, უკრაინას, ავსტრიას, დანიას, დიდ ბრიტანეთს და ა.შ.
ისინი აღნიშნული პასპორტებითა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებით შემდეგ ქვეყნებში გამგზავრებას ცდილობდნენ: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ავსტრია, დანია და გაერთიანებული სამეფო.
44 დაკავებულიდან 17 ქალია, ხოლო 27 მამაკაცი. თითოეული მათგანი ირაკლიოს განყოფილებაში გადაიყვანეს.