fbpx
საბერძნეთი

10.000 ზარი, დახმარების თხოვნით, თესალიაში – ვოლოს მე-13 დღეა სასმელი წყლის გარეშეა

შესაძლოა საბერძნეთში კლიმატური ფენომენი უკვე რამდენიმე დღეა სრულებით შესუსტდა და ნალექი აღარ მოდის, მაგრამ წყალდიდობით გამოწვეული კატასტროფა ჯერ კიდევ სახეზეა და უკიდურესად დიდი დრო იქნება საჭირო ზიანის აღსადგენად.

როგორც მედია იუწყება, ვოლოსი უკვე მე-13 დღეა, რაც სასმელი წყლის გარეშეა, ხოლო ზოგადად, თესალიის რეგიონში, დახმარების თხოვნით, სამაშველო სამსახურმა 10.000-მდე ზარი მიიღო. მხოლოდ ეს რიცხვიც საკმარისია იმის აღსაწერად, თუ რამდენი ადამიანია დაზარალებული.

პარალელურად, წყლის დონე ნელ-ნელა იკლებს კარლას ტბის ტერიტორიაზე, რომლის მიმდებარედ ნათესები სრულიად დაიტბორა. აღნიშნულ ტბაზე წყლის დონის კლება პოზიტიური ფაქტია, ვინაიდან იკლებს საფრთხეები ლარისას კონკრეტული სოფლების დატვორვის თვალსაზრისითაც.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ