fbpx
საზოგადოება

უკრაინის კონსული ბერძნებს სთხოვს, თუ აქვთ ცარიელი სახლები ან ოთახები დაეხმარონ უკრაინელ ლტოლვილებს

უკრაინის გენერალური კონსული თესალონიკში, ვადიმ საბლუკი, მიმართავს ბერძნებს თხოვნით, რომ თუ აქვთ შესაძლებლობა შეიფარონ სახლებში უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები. ის მიმართავს ადგილობრივებს, რომ გამოიჩინონ გულისხმიერება და ერთი ოთახით მაინც დაეხმარონ ლტოლვილებს.

“ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენი ლტოლვილი იქნება საერთო ჯამში, რადგან ისინი სულ სხვადასხვა მიმართულებებით გადაადგილდებიან. მიდიან პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, მოლდოვას, სლოვაკეთისა და საბერძნეთის საზღვრებისკენ. ზუსტ რაოდენობას ვერ ვიანგარიშებთ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ბევრნი იქნებიან. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ თუ შეუძლიათ, ისინი ბინით ან ოთახით მაინც უზრუნველყონ.”

საბლუკმა განაცხადა, რომ ვითარება დღიდან დღემდე უარესდება და რუსეთის აგრესია იზრდება: “მას შემდეგ, რაც ისინი თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ხალხი იძულებულია თავისი სახლი დატოვოს და წავიდეს.

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა ბედი ეწევათ ლტოლვილებს, სად შესახლდებიან, თესალონიკში უკვე ბევრი ავტობუსი ჩამოვიდა და აქ ვართ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. ცენტრალური მაკედონიის გუბერნატორმა სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა,” დასძინა მან.

 

onalem

ტესტ