fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში უმუშევრებს ΟΑΕΔ-ისგან კუთვნილი თანხა იმაზე ადრე ჩაერიცხებათ, ვიდრე დასაქმებულებს

2023 წლის 4 დეკემბრიდან საბერძნეთში უმუშევრებს ΟΑΕΔ-ისგან კუთვნილი თანხები ჩაერიცხებათ. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც გაფორმებულია როგორც ოფიციალურად უმუშევარი, იქნება ეს გრძელი თუ მოკლე ვადით, ასევე ისინი, ვინც იღებენ დეკრეტული შვებულების და მშობლის შემწეობას, თანხებს გაცილებით ადრე მიიღებენ ვიდრე ოდესმე, მათზე ადრეც კი, ვიდრე დასაქმებულები.

დახმარებისა და საშობაო საჩუქრის ჩარიცხვა მოხდება პირდაპირ საბანკო ანგარიშებზე, ბენეფიციართა მხრიდან კი არანაირი დამატებითი ზომების მიღება არ არის საჭირო. ანგარიშზე თანხები ჩარიცხვიდან 3 სამუშაო დღეში აისახება.

ზოგადად, ვადები, რომელთა ფარგლებშიც უნდა მოხდეს თანხების ჩარიცხვა არის 4 დეკემბრიდან 5 იანვრამდე პერიოდი.

აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ თქვენს ბუღალტერს ან ეწვიოთ პლატფორმას: https://www.gov.gr/ipiresies/ergasia-kai-asphalise/anergia/delose-parousias-epidoma-anergias.

რაც შეეხებათ დასაქმებულებს, მათ საშობაო საჩუქარი უნდა მიიღონ 24 დეკემბრამდე, კანონის მიხედვით და დამსაქმებელმა თანხები ბანკის ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს, ხელფასები ეკუთვნით ჩვეულებრივ, თვის ბოლოსთვის.

onalem

ტესტ