fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქართველი ემიგრანტი სასტუმროში მუშაობისას ტრაგიკულად დაიღუპა

ბერძნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს 47 წლის მოქალაქე სასტუმროში გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც ტრაგიკულად დაიღუპა.

ირკვევა, რომ 47 წლის მამაკაცი ხალკიდიკიში, კერძოდ, კრიოპიგის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს მე-5 სართულზე რკინას ადუღებდა, რა დროსაც გადმოვარდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

როგორც ცნობილი გახდა, ადგილზე სწრაფად მობილიზდა სასწრაფო დახმარების მანქანა და ის ჯერ კასანდრიას ჯანმრთელობის ცენტრში, ხოლო შემდეგ თესალონიკის ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინციდენტს კასანდრას პოლიციის განყოფილება იძიებს.

წყაროები:

 https://www.newsbeast.gr/greece/arthro/6432721/chalkidiki-tragikos-thanatos-ergati-poy-epese-apo-ton-5o-orofo-xenodocheioy

https://www.protothema.gr/greece/article/1022572/tragodia-sti-halkidiki-ergatis-ehase-tin-zoi-tou-peftodas-apo-ton-5o-orofo-xenodoheiou/

 

onalem

ტესტ