fbpx
საზოგადოება

კიდევ ერთი საფრთხე – ათენში ბინების ქირაობა ახალმა კომპანიამ დაიწყო

Airbnb-ის გარდა, რომელმაც სახლის გარეშე უამრავი მდგმური დატოვა, საბერძნეთის ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის, რომელსაც ათენში 1.000-მდე ბინის ქირაობა და შემდეგ გადაქირავება სურს. როგორც მისი ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს უძრავი ქონების პატრონებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა შემოსავლების დასასტაბილურებლად.

ეს არის კომპანია Blueground, რომელიც არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ საზღვარგარეთაც ფუნქციონირებს და 2.000-მდე ბინას ქირაობს, ყოველ თვე კი 200-ს ამატებს.

კრიზისის პერიოდში, რომელიც საბერძნეთში სრულად ჯერ კიდევ არ დასრულებულა, სახლის უამრავი პატრონი ამჯობინებს ქონება კომპანიებს მიაქირავოს, რათა შემდეგ მოკლე ან გრძელი ვადებით გაქირავდეს, ვიდრე იყოლიონ ყოველთვიური მდგმური. აღნიშნული კომპანია კი უძრავი ქონების მფლობელებს გაცილებით დიდ მოგებას ჰპირდება.

Blueground-ს ბინები შერჩეული აქვს ათენის ცენტრში, ჩრდილოეთ და სამხრეთ გარეუბნებში. ის კლიენტებს ავეჯით და ყველა საჭიროებით აღჭურვილ საცხოვრებლებს სთავაზობს.

onalem

ტესტ