fbpx
საზოგადოება

“საზოგადოებას ნებისმიერ ფასად დავიცავ” – ბერძენი პოლიციელი, რომელიც 10 მეტრიდან გადმოვარდა, როცა მძარცველის დაკავებას ცდილობდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი, ვაგელის ბატარლისი ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ირკვევა, რომ პოლიციელი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და სახლში შეჭრილი მძარცველების დაკავებას ცდილობდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

მათ ზარი 31 მაისს, გამთენიისას მიიღეს, რომლის მიხედვითაც სახლში ორი პირი იყო შეჭრილი. ოფიცრები დაუყოვნებლივ გაჩნდნენ ადგილზე. მათ ერთი მათგანი მალევე დააკავეს, ხოლო მეორე სახურავზე აძვრა, გაქცევის მიზნით. როგორც ბატარლისი თავად ამბობს, სახლი ძალიან ძველი იყო და იმ მომენტში, როცა სახურავზე ასვლა თავადაც სცადა, ჩამოინგრა და შესაბამისად, ქვემოთ ჩავარდა.

მას დაზიანებები აქვს მიღებული კიდურებზე. მიუხედავად ყველაფრისა, ამბობს: “ცუდია თუ კარგი, ამისთვის შევედი პოლიციაში და საზოგადოებას ყველანაირ ფასად დავიცავ. ჩემი ბედნიერება და პატივია, რომ დავაკავო დამნაშავეები, რადაც უნდა დამიჯდეს ეს.”

ბატარლისმა გასულ წელს, ზუსტად იმავე დღეს, ანუ 2020 წლის 31 მაისს, გადაარჩინა ახალგაზრდა ქალი, რომელიც იხრჩობოდა.

onalem

ტესტ