ალექსის ციპრას კორონავირუსი დაუდგინდა
ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტსა და საბერძნეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ალექსის ციპრას, კორონავირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსი თავად წერს სოციალური ქსელის პირად გვერდზე. როგორც ცნობილია, ის სამი დოზით არის აცრილი და მსუბუქი სიმპტომები აქვს.
ციპრა აღნიშნავს, რომ მისი მეუღლისა და შვილების ტესტის პასუხები უარყოფითია.
Σε προληπτικό μοριακό έλεγχο βρέθηκα χθες βράδυ θετικός. Ευτυχώς η Μπέττυ και τα παιδιά είναι αρνητικοί.
Έχω μέχρι στιγμής ήπια συμπτώματα και ελπίζω να είμαι σύντομα υγιής.— Αλέξης Τσίπρας – Alexis Tsipras (@atsipras) January 9, 2022