fbpx
პოლიტიკა

თურქეთი ევროსის საზღვართან 1.000 პოლიციელს აგზავნის, რათა იმიგრანტები “დაიცვან”

თურქეთი მორიგ პროვოკაციას აწყობს საბერძნეთის წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ევროსის საზღვრისკენ 1.000 სპეციალური ოფიცერი მიემართება. პარალელურად კი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში თურქული ვერტმფრენი დააფიქსირეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს: “ჩვენ ვაგზავნით 1.000 პოლიციელს ევროსის საზღვართან, რათა ბერძნების არაჰუმანური ქმედებები თავიდან ავიცილოთ. ბერძნებმა 164 ადამიანი დააზიანეს.”

ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმის პარალელურად, რომ საზღვართან თურქები ბერძენ პოლიციელებს ცრემლსადენ გაზს ესვრიან და ცილს სწამებენ თითქოს ისინი იმიგრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და ორი მათგანი დაიღუპა კიდეც.

თურქეთის პოლიცია საზღვრიდან ზუსტად 40 მეტრის დაშორებით შეინიშნება.

 

onalem

ტესტ