fbpx
საბერძნეთი

თითქმის სამთვიანი კარანტინის შემდეგ ზომების მოხსნა საბერძნეთში – რა როდის გაიხსნება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მთავრობა ზომების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე მუშაობს. მას შემდეგ, რაც მაღაზიები და სილამაზის სალონები გაიხსნა და ქვეყანა თითქმის სამი თვის მანძილზე კარანტინშია მოაქცეული, ცნობილი ხდება, თუ რომელი დაწესებულებების გახსნაა მოსალოდნელი შემდგე ეტაპებზე.

ირკვევა, რომ მომდევნო გამოწვევა არის საშუალო და უმაღლესი სკოლების გახსნა (გიმნასიო&ლიკიო) და მათი ამუშავების საკითხს ექსპერტები მიმდინარე კვირაში გადაწყვეტენ. სავარაუდოდ, ამ სკოლების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან 1 თებერვლიდან.

შემდეგ ეტაპზე, თებერვლის თვეშივე, იგეგმება გაიხსნას კაფეები, ტავერნები და რესტორნები, თუმცა, ისინი მაგიდებს დადგამენ გარეთ და კლიენტთა რაოდენობა იქნება შეზღუდული, ცხადია, შესაბამისად, მაგიდების რაოდენობა შემცირდება, რათა დაცული იყოს დისტანცია.

*მთავრობა არ განიხილავს ბარების და კლუბების გახსნის საკითხს.

ასევე, უახლოეს მომავალში იგეგმება ზამთრის კურორტების გახსნა და მუნიციპალიტეტიდან მუნიციპალიტეტში გადაადგილების დაშვება.

შესაძლოა გაიხსნას ΟΠΑΠ-ის ოფისები მომდევნო პერიოდში და დაშვებულ იქნას ნადირობა და თევზაობა.

onalem

ტესტ