fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში მომავალი 10 ემიგრანტიდან ორი გზაში დაიღუპა – საზარელი ავარია თესალონიკში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მორიგი ავტოავარია თესალონიკში, არეტის ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთში 10 ემიგრანტი იჯდა. ისინი საბერძნეთში შემოსვლას უკანონოდ ცდილობდნენ, თუმცა, ინციდენტი ტრაგიკულად დასრულდა.

ადგილზე ΕΚΑΒ-ის ბრიგადა მობილიზდა და მათივე ინფორმაციით, 10 უცხოელიდან 2 გარდაცვლილია, 8 მათგანს კი დაზიანებები აქვს მიყენებული. ასევე დაიღუპა მძღოლი, რომელსაც ისინი საბერძენთში შემოჰყავდა და ამ საქმეში ფული ჰქონდა აღებული.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ საჭირო გახდა 6 მეხანძრე-მაშველის გამოძახება, რათა დაშავებულები დაჭეჭყილი მანქანიდან ამოეყვანათ.

არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა არანაირი საბუთი, რომელიც მათ კანონიერ გადაადგილებას დაადასტურებდა.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი ემიგრანტის მდგომაროება განსაკუთრებით მძიმეა, რის გამოც იპოკრატიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ