fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 22-23 მარტიდან სასტუმროები იხურება – რა გამონაკლისები დაიშვება?!

ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, საბერძნეთში სასტუმროები, რომლებიც 12 თვიანი ფუნქციონირების სტატუსის ქვეშ მუშაობს, დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოქმედებაში შევა 22-23 მარტს, თუმცა, იქნება გარკვეული გამონაკლისები.

კერძოდ, მთელი საბერძნეთის მასშტაბით 12 თვის მანძილზე მომუშავე სასტუმროები აპრილის ბოლომდე დაიხურება, თუმცა, დაშვებული იქნება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში იმუშაოს მხოლოდ ერთმა სასტუმრომ, ხოლო ათენსა და თესალონიკში სამმა სასტუმრომ.

ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა ასევე კონკრეტული განცხადებები გააკეთა იმ ხალხთან დაკავშირებით, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული:

ის თანამშრომლები, რომელთა უმუშევრობის ბარათსაც ვადა იანვარში, თებერვალში ან მარტში გაუვიდათ, მიიღებენ უმუშევრობის შეღავათს აპრილსა და მაისშიც.

იმ სასტუმროებში დასაქმებული პირები, რომლებიც სახელმწიფო ბრძანების საფუძველზე დაიხურება, ასევე მიიღებენ 800 ევროს.

“ახლა დროა, რომ გამოვავლინოთ პასუხისმგებლობა და ეროვნული ერთობით გადავლახოთ ეს უპრეცენდენტო კრიზისი, რაც მთავარია მინიმალური დანაკარგებით,” განაცხადა თეოხარისმა.

onalem

ტესტ