fbpx
ემიგრაცია

ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ! ათენში საქართველოს საელჩოს მიმართვა

📢‼️ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

🔺მოგეხსენებათ, კორონავირუსის გლობალური გავრცელების გამო, დროებით გაუქმებულია ავიარეისები და სახმელეთო მიმოსვლა, რის შედეგადაც ბევრი ჩვენი თანამემამულე ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას.

🔺გაცნობებთ, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან და ყველა კომპეტენტურ სტრუქტურასთან კოორდინირებულად, საგანგებო რეჟიმში განაგრძობს შექმნილი პრობლემის მოგვარების გზების ძიებას, რათა ყველა ჩვენმა თანამემამულემ, რომელსაც შექმნილი ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო გადაადგილების პრობლემა შეექმნა, მაქსიმალურად ოპერატიულად შეძლოს საქართველოში დაბრუნება.

🔺გთხოვთ, თვალი ადევნოთ საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს, სადაც მყისიერად უზრუნველვყოფთ თქვენთვის მნიშვნელოვანი სიახლეების განთავსებას.

🔺კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.

🔺აქვე გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების და ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც შექმნილ რთულ ვითარებაში, თანადგომას და აქტიურ მხარდაჭერას გამოხატავენ ჩვენი თანამემამულეებისადმი.

🔺იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გამოწვევას ეფექტურად და მაქსიმალურად ოპერატიულად ვუპასუხებთ.

🔺თითოეულ თქვენგანს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ❗️

onalem

ტესტ