fbpx
საზოგადოება

ოპერაციები დასასრულის გარეშე – იოანა პალიოსპირუს ცხოვრების ურთულესი 13 თვე

იოანა პალიოსპირუ არის ქალი, რომელსაც თანაუგრძნობს მთელი საბერძნეთი. ალბათ, არ მოიპოვება ადამიანი, რომელიც მისმა ისტორიამ არ შეძრა.

13 თვე გავიდა იოანას ცხოვრებაში ყველაზე რთული დღიდან და მას შემდეგ ოპერაციებს ბოლო არ უჩანთ. იოანამ უკვე მე-8 ქირურგიული ოპერაცია ჩაიტარა და ფოტოც განათავსა სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს, რომ პროცესის დაწყების მოლოდინში იყო.

ირკვევა, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა, ცხადია, ახალგაზრდა ქალს რეაბილიტაციამდე წინ კიდევ დიდი დრო აქვს.

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ იოანა მუდმივად პლასტიკურ ნიღაბს ატარებს, რათა ხელი შეუწყოს ჭრილობების მოშუშებას და კანის საუკეთესო მდგომარეობას მიაღწიოს, თუმცა, ცხადია, პირვანდელ სახეს ვერასოდეს დაიბრუნებს.

onalem

ტესტ