fbpx
კრიმინალი

“ომონიაზე სიგარეტს ღიმილით ყიდიან, სინამდვილეში კი შეიძლება მკვლელები იყვნენ”- პოლიცია 22 და 25 წლის პაკისტანელებს ეძებს

საბერძნეთის პოლიცია ამ დრომდე მუშაობს ომონიაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით. ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია, თუ ვის ეძებენ ოფიცრები.

მენანდრუს ქუჩაზე ყოველდღიურად მიმდინარეობს ოპერაციები და იკითხებიან თვითმხილველები, რომლებმაც იციან თუ კონკრეტულად ვისი ხელიდან მოხდა ახალგაზრდა ავღანელის მკვლელობა და მეორე მათგანის მძიმედ დაჭრა.

როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, პოლიცია ეძებს 22 და 25 წლის პაკისტანელ მამაკაცებს, რომელთა ვინაობაც მათთვის ცნობილია.

მენანდრუს ქუჩაზე მსგავსი სახის დანაშაული ყოველდღიურობად იქცა. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, დაძაბულობა სიგარეტით ვაჭრობას უკავშირდება და შესაძლოა ადამიანი, რომელმაც ღიმილით მოგყიდოთ სიგარეტი, სინამდვილეში ასეთი დანაშაულის ჩამდენი ან მონაწილე პირი აღმოჩნდეს.

ომონიაზე სიგარეტით უკანონო ვაჭრობის “ბიზნესი” პაკისტანელთა მიერ კონტროლდება, ავღანელს კი ფულს სთხოვდნენ სწორედ იმაში, რომ იმავე ტერიტორიაზე მოინდომა სიგარეტის გაყიდვა, საბოლოოდ კი მოკლეს.

onalem

ტესტ