fbpx
საბერძნეთი

მოკრძალებული ბერძნები აჩვენებენ მსოფლიოს, როგორ ებრძოლონ კორონავირუსს

კორონავირუსის გამძინვარებამ მსოფლიოში უამრავი უუნარო მთავრობა გამოააშკარავა. ამ ყველაფრის პარალელურად კი, საბერძნეთი მოულოდნელი და განსაკუთრებული გამონაკლისია – ნათქვამია Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ დღევანდელ სტატიაში.

ქვეყანამ, რომელსაც ფინანსური კრიზისის პერიოდში “პრობლემატურ ბავშვს” უწოდებდნენ, ადრეულ ეტაპზე გადადგა ძლიერი ნაბიჯები და მიიღო შესაბამისი ზომები, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ექსპერტებსა და მეცნიერებს ჯერ კიდევ იანვარში სთხოვა მიეცათ რეკომენდაციები, თუ როგორ მოქცეულიყო მთავრობა. მან ბოლო სიტყვით გამოსვლისას შეაქო საკუთარი ერი უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის.

საბერძნეთში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ 2.207 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 108-ს უდრის. იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთშიკი საერთო ჯამში 58.000 გარდაცვლილია. საბერძნეთმა იმოქმედა გერმანიაზე უკეთესადაც კი, რომელიც მეორე ქვეყანაა, კრიზისთან ბრძოლის ეფექტურობის თვალსაზრისით, ევროპაში.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ახლა საბერძნეთის გამოვწვევა სააღდგომო დღეების მშვიდად გადატანაა.

 

onalem

ტესტ