fbpx
საბერძნეთი

კიფისია: როგორ უპოვა დამლაგებელ ქალს ბავშვების შიშველი ფოტოები ტელეფონში დამსაქმებელმა?!

როგორც უკვე ცნობილია, ათენში, კერძოდ, კიფისიაში, 28 წლის დამლაგებელ ქალს საკუთარმა დამსაქმებელმა ტელეფონში ბავშვების შიშველი ფოტოები უპოვა. ნეპალელი ქალი კიფისიაში ოჯახში მუშაობდა, რომელსაც სამი ბავშვი ჰყავს.

როგორ მოხდა, რომ მამაკაცმა თავისი დამლაგებლის ტელეფონი შეამოწმა?!

ირკვევა, რომ მან სახლიდან ძვირადღირებული საათი დაკარგა და ეჭვი სწორედ დამლაგებელზე მიიტანა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ მის ტელეფონში სურათებისთვის გადაეხედა, რადგან იფიქრა, რომ შეიძლებოდა რაიმე კვალზე გასულიყო.

სურათების დათვალიერებისას მან საათის შესახებ ინფორმაციის ნაცვლად საკუთარი 2 და 3 წლის ბავშვების შიშველი ფოტოები იპოვა.

როგორც ჩანს, ნეპალელი ქალი ბავშვებს ფოტოებს მაშინ უღებდა, როცა აბანავებდა.

ამ დროისთვის ქალი დაკავებულია და ბრალად ქურდობა და ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ფლობა/ გავრცელება ედება.

როგორც მედია იუწყება, მისი ტელეფონი გამოძიებას გადაეცა, რადგან ფოტოები უკვე გადაგზავნილი ჰქონდა კონკრეტულ მისამართებზე.

onalem

ტესტ