fbpx

ბერძნული კოლეჯი “ΣΒΙΕ” georgians.gr-თან თანამშრომლობას იწყებს

გვსურს გაცნობოთ, რომ ბერძნული კოლეჯი “ΣΒΙΕ” იწყებს ჩვენთან თანამშრომლობას და გთავაზობთ 40%-იან ფასდაკლებას ყველა იმ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც ამ ეტაპზე აქვს.

კოლეჯი “ΣΒΙΕ” მდებარეობს ათენში (კანიგოს 15-17) და პატრასში (აგიუ ანდრეუ 95). გთავაზობთ როგორც მოკლევადიან, ასევე ხანგრძლივ სასწავლო პროგრამებს, კერძოდ კი, ორ წლიან პროგრამებს.

ესენია: კულინარია, ვეგანური კულინარია, საკონდიტრო, საექთნო, მანიკიურ-პედიკური, თმის სტილისტი, ვიზაჟი, ფიზიოთერაპია, ერგოთერაპია, ფარმაცევტის დამხმარე, რტურიზმის მენეჯმენტი, მარკეტინგი, ბიზნესის მართვა, პროგრამული ენები, გრაფიკული დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, მანქანების, მოტოციკლებისა და გემების ტექნიკოსი და ა.შ.

სწავლება მიმდინარეობს ბერძნულ ენაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის ფარგლებში, გვსურს გაცნობოთ, რომ “ΣΒΙΕ”-ში დარეგისტრირებისთვის, არ არის საჭირო ბინადრობის ნებართვა, ან ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ასევე, არ არსებობს ასაკობრივი ბარიერი.

იმისთვის, რომ ისარგებლოთ 40%-იანი ფასდაკლებით და პირველ რიგში მიიღოთ ინფორმაცია სწავლასთან დაკავშირებით, საჭიროა შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა, “ΣΒΙΕ”-ს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ ყველა საჭირო დეტალს.

შესავსები ფორმა: