fbpx
საზოგადოება

“ფოფი ძალიან მენატრება, არ შემიძლია ამ ყველაფერთან გამკლავება” – ანდრეას ცუნის

ანდრეას ცუნი გაზეთ “Παραπολιτικα”-სთან საუბრისას ამბობს, რომ ძალიან უჭირს მეუღლის გარეშე ცხოვრება და ეს არის დანაკარგი, რომელთან გამკლავებაც არ შეუძლია.

“ფოფი ენატრება ყველას. ბავშვებსაც ენატრებათ, ყველას ძალიან გვაკლია. ჩემთვის ეს არის თემა, რომელთან გამკლავებაც არ შემიძლია. ვერ ვუძლებ ამ მონატრებას,” ამბობს ცუნი.

ფოფი გენიმატა ცნობილ სტომატოლოგზე, ანდრეას ცუნიზე, 2003 წელს დაქორწინდა და არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდათ. პოლიტიკოსს ამ ყველაფერზე საკმაოდ ვრცლად აქვს ნასაუბრები:

“მე და ანდრეას ჩვენი სიგიჟე გვაერთიანებს. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ცხოვრების ლამაზი და რთული წუთებიც, საკმაოდ ბევრი გამოვიარეთ ერთად. ჩანს, რომ იმ საშუალებებს, რომლებითაც სირთულეებს ვუმკლავდებით, შედეგი აქვს. ეს ყველაფერი ქიმიის ამბავია,” ამბობდა ფოფი.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Andreas Tsounis (@andreas_tsounis)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Andreas Tsounis (@andreas_tsounis)

onalem

ტესტ