fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები საბერძნეთში 15 ივლისიდან: პირბადე და ტესტის უარყოფითი პასუხი – რაზეა საუბარი?!

როგორც საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ განაცხადა, საბერძნეთში 15 ივლისიდან ცვლილებები შედის ძალაში. ეს ეხება იმ დაწესებულებების ამუშავებას, რომელთაც აქვთ დახურული სივრცეები და ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ გახსნას. გარდა ამისა, მეტი თავისუფლება ექნებათ ვაქცინირებულ პირებს.

აქ საუბარია რესტორნებზე, ბარებზე, თეატრებზე, კინოებზე, სტადიონებზე, საკონცერტო დარბაზებზე და ა.შ.

“მთავრობა ბიოეთიკის კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცდილობს, რომ დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პარალელურად, ნელ-ნელა შესაძლებელი გახადოს ნორმალური ცხოვრების დაბრუნება.

დახურული სივრცეები ამუშავდება 15 ივლისიდან, თუმცა, ეს დაწესებულებები იყოფა ორ ნაწილად: “სუფთა” და “შერეული”. პირველი კატეგორიის დაწესებულებებში დასაშვებია ხალხსი 85%-ის შეშვება (ანუ იმის 85%-ის, რასაც რეალურად ეს სივრცე იტევს) და ვაქცინირებული პირები თავისუფალნი არიან პირბადის ტარების ვალდებულებისგან. ხოლო მეორე კატეგორიის დაწესებულებებში დასაშვებია ხალხის 50%-ის შეშვება და ისინი ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე და წარმოადგინონ უარყოფითი პასუხი კორონავირუსის ტესტზე.”

ამრიგად, 15 ივლისიდან დახურულ სივრცეებში შესვლისას აუცილებელი იქნება ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა (საუბარია სწრაფ ტესტებზე) და პირბადის ტარება, თუ, რა თქმა უნდა, ვაქცინირებული არ ხართ.

onalem

ტესტ