fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსს “სიურპრიზები” არ დაუსრულებია – ისევ ჩაკეტვა საბერძნეთში?!

კრეტას უნივერსიტეტის პულმუნოლოგიის პროფესორი, ნიკოს ძანაკი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ სულ მალე კორონავირუსის ახალი ვარიანტი გაჩნდება და ჯანდაცვის სისტემა კიდევ ერთხელ აღმოჩნდება ზეწოლის ქვეშ.

პროფესორი საუბრობს მოვლენების შესაძლო განვითარების ორ სცენარზე და განმარტავს, საჭირო იქნება თუ არა ჩაკეტვა და ჰორიზონტალური კარანტინი საბერძნეთში.

“ახალი ვარიანტის გამოჩენის შემდეგ შესაძლოა, რომ მონაცემების გაუარესება ვიხილოთ. ტალღა ტალღაზე წამოვა და მოსალოდნელია ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება. დამიჯერეთ, რომ კორონავირუსს თავისი “სიურპრიზები” არ დაუსრულებია.

ვიმედოვნებთ, რომ ახალი ვარიანტი უფრო მსუბუქი იქნება და ჯანდაცვის სისტემაზე ისეთ გავლენას არ მოახდენს, რომ კვლავ კარანტინი გახდეს საჭირო. არ უნდა ჩავიკეტოთ, მაგრამ შესაბამისი ზომები უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას.”

ძანაკიმ განაცხადა, რომ ერთი სცენარის მიხედვით, შესაძლოა თებერვალში ვითარება საერთოდ არ გაუმჯობესდეს, ან მეორე შემთხვევაში მოსალოდნელოა, რომ თვის უმეტესი დღეები ინფიცირებულთა რიცხვი 15.000-დან 20.000-მდე მერყეობდეს.

პროფესორმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე დაეცემა.

onalem

ტესტ