ბერძენი წყვილი კალავრიტაზე მიდიოდა და საბარგულში შესაწვავად გამზადებული ხორცი ჰქონდა
პოლიციამ ახალგაზრდა წყვილი გააჩერა და გადაადგილების დამადასტურებელი ცნობა ან SMS მოსთხოვა. მათ ოფიცრებს უთხრეს, რომ მიდიოდნენ თავიანთი ნაცნობის დასახმარებლად, რომელსაც ეს გადაუდებლად სჭირდებოდა. ცნობაც ამ მიზეზის შესაბამისად ჰქონდათ შევსებული.
მანქანის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ საბარგულში შესაწვავად გამზადებული ხორცი ედოთ და კალავრიტას ერთ-ერთი სოფლისკენ ჰქონდათ გეზი აღებული. შიგნით ასევე ეწყოთ სხვადასხვა საკვები, რომელიც არ იყო მალფუჭებადი. შესაბამისად, წყვილი მიდიოდა აღდგომის ტრადიციული გზით აღსანიშნად და საკუთარ გადაადგილებას “სხვისი დახმარების სურვილით” ასაბუთებდნენ.
წყვილი პოლიციამ 150 ევროთი დააჯარიმა.