fbpx
საბერძნეთი

უპრეცენდენტო შემთხვევები ათონის მთაზე: მომლოცველები ცხვირზე ანტისეპტიკურ სითხეს ისვამენ, რომ Rapid ტესტი უარყოფითი გამოვიდეს

უპრეცენდენტო შემთხვევების შესახებ, რომლებიც ათონის მთაზე ხდება, ბერძნული მედია იუწყება, ადგილზე მოღვაწე სასულიერო პირის საჩივრებზე დაყრდნობით. ირკვევა, რომ მომლოცველები, ძირითადად რუმინეთიდან, მიმართავენ წარმოუდგენელ გზებს, რომ წმინდა ადგილას შეაღწიონ.

გარდა იმისა, რომ მათ აქვთ ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები, მომლოცველთა ნაწილი ცხვირზე ანტისეპტიკურ საშუალებებს ისვამს, რომ სწრაფი ტესტის სწორად ჩატარებას ხელი შეუშალოს და პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითი მოვიდეს.

“ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა ვაქცინაციის ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მაგრამ არიან ისეთებიც, ძირითადად რუმინეთიდან, რომლებიც ცხვირზე ანტისეპტიკურ ხსნარს ისვამენ და ტესტი უარყოფითი გამოდის. როდესაც ვაქცინირებული არ ხარ, ათონის მთაზე შესვლის წინაპირობაა გქონდეს გაკეთებული სწრაფი ტესტი. სწორედ ამიტომ მიმართავენ ამ გზას,” აცხადებს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ ათონის მთაზე უკვე რამდენიმე ბერი გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმე მდგომარეობაშია. მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის გავრცელება სწორედ მსგავსი კანონდარღვევებიდან გამომდინარე ხდება.

onalem

ტესტ