fbpx
საზოგადოება

თვეში 500 ევრო და მიწის ნაკვეთი – საბერძნეთის კუნძული დასახლების მსურველებს ეძებს

იონიის ზღვაში მდებარე ბერძნული კუნძული ანდიკიტირა, რომლის ფართობიც 20 კვადრატული კილომეტრია, კუნძულზე დასახლების მსურველებს ეძებს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებითა და კლიმატით კუნძული ზღაპრულ ბაღს ჰგავს, მასზე მუდმივად მხოლოდ 24 ადამიანი ცხოვრობს, ზაფხულში კი მოსახლეობა რიცხვი 40-მდე იზრდება.

ამის გამო ანდიკიტირას ხელისუფლება იწვევს ახალგაზრდა ოჯახებს, რომლებიც კუნძულზე დასახლდებიან. თითოეულ ოჯახს ანდიკიტირას ადმინისტრაცია სახლს და მიწის ნაკვეთს გამოუყოფს, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია სამი წლის მანძილზე ყოველთვიურად 500 ევროს გადაუხდის.

ამასთან ერთად, ანდიკიტირაზე დასახლების მსურველებმა კონკურსი უნდა გაიარონ. ახლა კუნძულზე მეთევზის, მშენებლის და პურის მცხობლის ვაკანსიები არსებობს. ანდიკიტირა კუნძულ კრეტადან ბორანით ორი საათის სავალ გზაზე მდებარეობს, ათენში გადასაფრენად კი 45 წუთია საკმარისი.

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ კუნძულის მერიას.

onalem

ტესტ