fbpx
საბერძნეთი

თამთა დღეს, 10 იანვარს, 43 წლის გახდა!

თამთა დღეს, 10 იანვარს, 43 წლის გახდა. ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მომღერალი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და ხშირად, როდესაც თავის გოგონასთან ერთად არის, ხალხს ისინი დები ან მეგობრები ჰგონიათ.

თამთა კარიერის დაწყებიდან დღემდე აქტიური შემოქმედია და პოპულარობას არასოდეს კარგავს, ბერძნების მხრიდან დიდ პატივისცემასა და აღფრთოვანებას იმსახურებს არა მხოლოდ ვოკალური შესაძლებლობებითა და მუსიკალური ნიჭის გამო, არამედ თავისი ორიგინალური სტილის გამოც, რომელიც მუდმივად გვაოცებს.

თამთა არის მომღერალი, რომელიც მსმენელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, თითქოს, არასოდეს დამდგარა შემოქმედებისი კრიზისის წინაშე. პანდემიის პერიოდშიც კი, როდესაც ყველაფერი დაკეტილი იყო, სახლში ტელეფონით იღებდა კლიპებს და ისე გამოიყურებოდა, როგორც პროფესიონალური ვიდეო.

ბოლო კლიპი თამთამ სულ ორი თვის წინ გაავრცელა, რომელიც ვინტაჟური სტილით არის შთაგონებული.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ