fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთში მცხოვრენ ქართველ სტუდენტებს საქართველოს საელჩო უკავშირდება

მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საბერძნეთის რესპუბლიკაში, კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დღეს დილიდან საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს დაუკავშირდნენ და მზადყოფნა გამოხატეს იმ შემთხვევაში თუ დახმარება დასჭირდათ.

თუ ხართ სტუდენტი საბერძნეთში და საელჩოს თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია არ აქვს, გთხოვთ გააგზავნეთ შემდეგი მონაცემები აღნიშნულ იმეილზე: athens.con@mfa.gov.ge

  • გვარი და სახელი
  • ქალაქი და უნივერსიტეტი
  • ელფოსტა, ტელეფონის ნომერი

წერილის გამოგზავნისას გთხოვთ subject-ის გრაფაში ჩაწეროთ სიტყვა „სტუდენტი“.

ასევე: საქართველოს საელჩომ საბერძნეთში 24 საათიანი ცხელი ხაზი აამუშავა და საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს მოგიწოდებთ დაუყონებლივ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: 699 5779793, იმ შემთხვევაში თუ დაინფიცირდით კორონავირუსით.