fbpx
საბერძნეთი

საპენსიო ასაკის 71 წლამდე გაზრდა საბერძნეთში? რას პასუხობს ადონის გეორგიადისი

ბოლო რამდენიმე დღეა მედიასივრცეში ტრიალებს საკითხი საბერძნეთში საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით. შრომის მინისტრი, ადონის გეორგიადისი კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებებს აღნიშნულ თემაზე და კონკრეტულ პასუხს სცემს კითხვებს.

“საპენსიო ასაკის ზღვარის გაზრდა არ განიხილება მთავრობის მიერ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ რამდენიმე ხნის წინ და რაც ვთქვით, ძალაში რჩება. არ ვაპირებთ, რაიმე სახის ცვლილებების შეტანას ამ კუთხით. 

მეორე საკითხი, რაც არის უმუშევრობის კლება 10%-ით, ნიშნავს, რომ საბერძნეთის ეკონომიკა იზრდება და დინამიურად ვითარდება. იქ, სადაც გვესმოდა “გვიპოვეთ სამსახური”, ახლა გვესმის “გვიპოვეთ თანამშრომლები”, მჯერა, რომ თუკი იმავე ტემპით გავაგრძელებთ, რაც კირიაკოს მიცოტაკის მთავრობას ბოლო 4 წლის მანძილზე აქვს, მივაღწევთ ევროპულ საშუალო მაჩვენებელს, 6,5%-ს, ეს კი, საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ მთელი რიგი სასიკეთო ღონისძიებები თანამშრომლებისთვის, რაც ახლა არ შეგვიძლია,” აცხადებს გეორგიადისიი.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტი განიხილავს ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ოფიციალურად უმუშევრებად გაფორმებულ ადამიანებს შეეძლებათ იმუშაონ თვეში 12 დღე მაქსიმუმ, პარალელურად კი, აიღონ უმუშევრობის დახმარება.

onalem

ტესტ