fbpx
საზოგადოება

ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატი ავარიაში დაიღუპა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე

კვირას თესალონიკში არჩევნები სამგლოვიარო ვითარებაში ჩატარდება. დღეს შუადღის საათებში ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატი, ტასოს ხარიტონიდისი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო, ავარიაში დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის წარსულში ლაგადას მერის მოადგილედ მსახურობდა.

64 წლის მამაკაცი ავარიაში საკუთარი მოტოციკლით მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა.

მას ოთხი შვილი და ორი შვილიშვილი დარჩა.

პოლიტიკოსს ხვალ დორკადაში დაკრძალავენ.

onalem

ტესტ