fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“მათ არ ჰქონდათ “ადია პარამონის” და ნარკოტიკებს ყიდდნენ” – პოლიციამ ათენის ცენტრში მოქმედება დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში საბერძნეთის პოლიციამ მოქმედება დაიწყო და პირველი ოპერაცია პოლიციის ახალი ჯგუფის მიერ უკვე განხორციელდა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე, რომელთაც არ გააჩნდათ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები.

კერძოდ, ოპერაცია ექსარხიის ტერიტორიაზე ჩატარდა. შეამოწმეს 22 პირი, 19 უცხოელი, ხოლო სამი ბერძენი. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ხუთი უცხოელი, რომელსაც ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება და ამასთანავე გაასამართლებენ მიგრაციის კანონის დარღვევის გამო, რადგან ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობის მიერ დაიგეგმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიული ოპერაციები, რომელთაც პოლიცია ნელ-ნელა განახორციელებს.

onalem

ტესტ