fbpx
საბერძნეთი

კარანტინის დროს მოსეირნე ხალხის გამო თესალონიკის სანაპირო 14 დღით იკეტება!

არავინ იცის გაგზავნილი ჰქონდა ამ ხალხს SMS ფიზიკური ვარჯიშისა და ველოსიპედებით სეირნობისთვის, თუ უბრალოდ კარანტინის წესი უხეშად დაარღვია, მაგრამ თესალონიკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, საზოგადოების ურჩი ნაწილის გამო, პოპულარული სანაპიროს დაკეტვა გადაწყვიტა.

ამრიგად, თესალონიკის სანაპირო, ვოცის ძეგლიდან მეღარო მუსიკისა და ახალ სანაპირომდე, დაიკეტება და გადაადგილება აკრძალული იქნება ყოველი დღის 14:00 საათიდან მეორე დილის 08:00 საათამდე. ეს აკრძალვა მოქმედებს შაბათ-კვირაზეც.

პოლიცია იუწყება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოქალაქეს გაგზავნილი ექნება SMS და ისე გავა აღნიშნულ ტერიტორიაზე, 150 ევროთი დაჯარიმდება.

onalem

ტესტ