fbpx
კატეგორიის გარეშე

ევროკავშირი თვეში სამჯერ ქართველებს ადეპორტებს

უვიზო რეჟიმით ევროპაში წასული და თავშესაფრის მოთხოვნით ჩაბარებული ქართველების დეპორტაციები რომ გახშირებულია-ამას ავსტრიის საემიგრაციო სამსახურის ქართველი თანამშრომელი ჩვენთან საუბარისას ადასტურებს. ირმა ცირამუა განმარტავს, რომ ევროპული სახელმწიფოებიდან სპეც-რეისების დამატება, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს.

ევროპიდან გამოდეპორტირებული ქართველებით სავსე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში თვეში ორჯერ ან სამჯერ ეშვება. მორიგი დეპორტაცია სწორედ დღეს მოხდა. 100 მდე ქართველი გერმანიიდან, ირლანდიიდან, შვედეთიდან და საფრანგეთიდან გამოაძევეს. მათი უმეტესობა ევროპაში უვიზო რეჟიმის ფარგლებში იყო წასული. ბავშვები, ქალები და მამაკაცები – ქართველებს ყველა სახის თავშესაფარზე უარი უკვე დაჩქარებული წესით ეძლევათ. გადაწყვეტილების მთავარი მოტივი კი, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვით, ევროპისგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო სახელმწიფოებოდ აღიარებაა.

ევროპის ქვეყანაში ლტოლვულად ჩაბარებიდან 2-3 კვირაში საემიგრაციო სამსაუხრბი ქართველების დეპორტაციის პროცესს იწყებენ. ე.წ. პოზიტივს იგივე თავშესაფარს თითქმის აღარავის აძლევენ. პროცედურა ბევრ ბიუროკრატიას მოცავს, ჩაბარების დღიდანვე ქართველებს ეძლევათ საბუთი, რომელიც მათ აცნობს რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მათი მოთხოვნა თავშესაფარზე არ იქნება დაკმაყოფილებული. დეპორტაციის ხარჯების გადახდაც წესით ქართველებს ეკისრებათ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოდან ევროპაში გაქცეულებს უკან დაბრუნება არ სურთ, უცხოელი პოლიციელები მათ ძალით გამოძევებას იწყებენ, ამ შემთხვევაში კი ხარჯებს ადგილობრივი მთავრობები ფარავს.

რა უჯდება ამა თუ იმ ევროპის ქვეყანას ქართველების გამოდეპორტება – სტატისტიკა ამის შესახებ არ არსებობს. თუმცა არსებობს მონაცემები, იმის შესახებ თუ რა თანხებს გამოჰყოფს ქვეყანა მიგრანტების შესანახად- მაგალითისთვის გერმანიამ 2018 წლის ბიუჯეტიდან თავშესაფრის მსურველებისთვის 23 მილიარდი ევრო დახარჯა.

აქ შედის მათი ინტეგრაციისა და დეპორტაციის ხარჯებიც. მეორე ყურადსაღები სტატისტიკა კი ევროპაში უვიზო რეჟიმით წასული ქართველების მატებას გვამცნობს. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ გერმანიიდან 6.613 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, უმეტესობა კი, საქართველოში, ალბანეთსა და იტალიაში გაუშვეს. მიუხედავას ამ ყველაფრისა, თუ ევროპაში წასვლასა და თავშესაფრის მოთხოვნას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის გამო თქვენი დეპორტირებულების სიაში აუცილებლად მოხვდებით, ამას გარდა პრობლემები შეექმნება ევროპასთან მოპოვებულ განძს – უვიზო რეჟიმს და ქვეყნის რეპუტაციაც შეილახება.

მერე რა რომ, თქვენი აზრით საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს არ იმსახურებს – საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხის აღიარებით ევროპას დიდი ხნის წინ მიმართა.