fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში ტაქსის მძღოლები ვალდებულნი არიან ჰქონდეთ POS გადახდის ტერმინალი

დღეიდან, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, საბერძნეთში ტაქსებში POS გადახდის ტერმინალებს ვიხილავთ. მძღოლები ვალდებულნი არიან ჰქონდეთ მანქანებში საბანკო ბარათის გადახდის აპარატები.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლები ამბობენ, რომ არ აქვთ წვრილი ფული, რათა უკან დაგიბრუნონ კუთვნილი თანხა, რაც დიდ დისკომფორტს ქმნის მომსახურების საფასურის გადახდისას და უმეტეს შემთხვევებში, მომხმარებელი იძულებულია გაცილებით მეტი რაოდენობის თანხა დაუტოვოს მას ამ მიზეზის გამო.

ამრიგად, დღეიდან მანქანებში ექნებათ POS აპარატები და შესაძლებელი იქნება, რომ საბანკო ბარათით გადავიხადოთ თანხა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალდებულება ამოქმედდება ქუჩის ბაზრებშიც, რომელთა უმეტესობაში მხოლოდ ნაღდი ფულით თუ ვივაჭრებთ, სხვა შემთხვევაში, ვინც თანხას მხოლოდ ბარათზე ატარებს, შეუძლებელია პროდუქტის შეძენა.

ვინც აღნიშნულ ვალდებულებას სისრულეში არ მოიყვანს 31 იანვრამდე, დაჯარიმდება 1,500 ევროთი.

onalem

ტესტ