fbpx
საზოგადოება

ათენი: ბერძენმა მოხუცმა 1 მილიონი ევრო მოიგო, 1 კვირაში კი თავი ჩამოიხრჩო

ათენის გარეუბანში, კალოგრეზაში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლები საზარელი სურათის მოწმე გახდნენ. 87 წლის მამაკაცი მე-4 სართულის აივანზე იყო გადმოკიდებული. მან ჩავი ჩამოიხრჩო, სუიციდამდე კი წერილი დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოტა ხნის წინ 1 მილიონ ევრომდე მოიგო, ეს თანხა მას მოპარეს და მას შემდეგ ემუქრებოდნენ.

ის წერილში წერს: “მეტის ატანა აღარ შემიძლია. სრულიად მარტო ვარ. სამი წელია სიმსივნე მაქვს. ჩემს ბიჭს კი არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენება მივეცი და ადვოკატი ცდილობს, რომ სამართალმა იზეიმოს. ბევრის დაწერა არ შემიძლია. ისინი, ვინც ფული მომპარა, ახლა მემუქრებიან. უნდათ, რომ სახლიდან, სადაც 25 წელია ვცხოვრობ, გამაგდონ.”

როგორც მამაკაცი წერილში ხსნის, მისი ცხოვრება ფულმა გაანადგურა, რომელიც მოიგო. ის ასახელებს ოთხი ადამიანის ვინაობას, რომელმაც ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

onalem

ტესტ