ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით 60-მდე ახალგაზრდას სერთიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარდა
მოწვეული ტრენერი, ლაშა პატარაია, ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი კიბერ უსაფრთხოების საკითხებში, კიბერ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ექსპერტი, სპიკერი და ტრენერი გახლავთ.
ეს კურსი უნიკალური შესაძლებლობა იყო ქართველი ახალგაზრდებისთვის, მიეღოთ ცოდნა ინსაიდერებისაგან თემებზე, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი, დაეუფლონ პროფესიულ უნარებს, შეიძინონ ფასეული კონტაქტები და მიიღონ სერტიფიკატი.
ძირითადი საკითები:
– სხეულის ენა
– მიკროექსპრესიები
– თვითბრენდინგი
– ფსიქოლოგიური მანიპულაციები
– საჯარო გამოსვლები
– წარმატებული მოლაპარაკებები
– კომპიუტერული სიმულაციები
– კიბერ უსაფრათხოება
– ჰაკინგი.
ახალგაზრდა ელჩი გამოდის ინიციატივებით, რომლებიც სარგებლის მომტანია ქართველი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში და იძლევა სხვადასხვა უნარების შეძენის შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებასაც პრაქტიკაშიც შეძლებენ.