fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ტურისტების გვეშინოდა და ჩვენ თავად მოვდუნდით, სიტუაცია გავაფუჭეთ” – ხარის თეოხარისი

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა ΣΚΑΪ-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ საბერძნეთში ვირუსის აქტიური გავრცელება ქორწილებს, წვეულებებსა და მშენებლობებს უკავშირდება:

“არ უნდა მოვდუნდეთ! გვეშინოდა ტურიზმის ამუშავების და ამ დროს, თავად ჩვენ მოვდუნდით და გავაფუჭეთ სიტუაცია. ტურისტული თვალსაზრისით ზომები მაქსიმალურად გავამკაცრეთ და ძალიან ცოტა შემთხვევა ფიქსირდება საზღვრებზე. ივლისის თვეში საბერძნეთში შემოვიდა 1.3 მილიონი ტურისტი და აქედან კორონავირუსი მხოლოდ 400-ს დაუდასტურდა. 

ჩვენს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზეზი ტურიზმი რომ ყოფილიყო, ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდებოდა კერკირასა და კრეტაზე.

ახლა, აგვისტოში, გვეშინია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა ხალხს შეაბრკოლებს და არ ჩამოვლენ. ამ თვეში, ცხადია, რომ გვექნება გაცილებით მეტი შემთხვევა, ვიდრე ივლისში.”

onalem

ტესტ