fbpx
მსოფლიო

მგზავრმა თვითმფრინავის ძრავაში მონეტები შეყარა, რათა “მშვიდობიანად ემგზავრა”

ავიაკომპანიამ 28 წლის მამაკაცს უჩივლა, რომელმაც თვითმფრინავის ძრავაში მონეტები შეყარა, რადგან სჯეროდა, რომ ამ გზით საკუთარ თავს “იღბლიან მგზავრობას” უსურვებდა.

როგორც გაირკვა, ეს მის ცხოვრებაში პირველი ფრენა იყო და სურდა, რომ მშვიდობიანად ჩასულიყო დანიშნულების ადგილას. საბოლოოდ კი, ძრავაში შეყრილი მონეტების გამო ფრენა გაუქმდა, რადგან უსაფრთხოების მიზნით ჩატარებული შემოწმებებისას ორივე მონეტა ერთ ძრავაში იპოვეს.

ინციდენტი ჩინეთში მოხდა და 28 წლის ლუ ჩაო, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, 10 დღით დააპატიმრეს.

როგორც მოსარჩელეებმა განაცხადეს, მათ ინციდენტი 17.600 დოლარი დაუჯდათ, რადგან ავიაკომპანიას მოუწია გაეფრთხილებინა მგზავრები რეისის გადადების შესახებ.

ლუ ჩაოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Lucky Air-სთვის კომპენსაციის სახით, 17.200 დოლარის გადახდა დააკისრეს.

onalem

ტესტ