fbpx
საბერძნეთი

ინციდენტი მეტროს 1-ელ ხაზზე – უცნობმა პირმა მატარებელს ქვა ესროლა, რომელიც მგზავრს თავში მოხვდა

დღეს, 13 სექტემბერს, მეტროს 1-ელ ხაზზე, ე.წ. ელექტრო მატარებლის ვაგონში მგზავრი დაშავდა. როგორც ირკვევა, მატარებელს უცნობმა პირმა ქვა ესროლა, რომელმაც ვაგონში შეაღწია და მგზავრ ქალბატონს თავში მოხვდა. მომხდარიდან გამომდინარე გამოიძახეს როგორც სამედიცინო ბრიგადა, ასევე პოლიცია.

ქვის სროლა მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი მოძრაობდა, შესაბამისაც აღნიშნულის პრევენცია ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თავად ΣΤΑΣΥ-ს ავრცელებს, მგზავრს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. ასევე, ითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა სწრაფად გაარკვიონ მომხდარის დეტალები და დამნაშავე დააკავონ.

onalem

ტესტ