fbpx
საბერძნეთი

გააკეთეთ განაცხადი დენის დახმარების მისაღებად 5 თებერვლამდე – თანხა 45 ევროდან 480 ევრომდე

მხოლოდ 5 დღე დარჩა იქამდე, ვიდრე დაიხურება სისტემა განაცხადების გასაკეთებლად, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფოსგან ვსარგებლობთ გარკვეული სუბსიდირებით, რაც მოიცავს დახმარებას ელექტრო ენერგიის საფასურის შესამცირებლად.

სისტემა დაიკეტება 5 თებერვალს, აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ვიჩქაროთ და გავაკეთოთ განაცხადები 45-დან 480 ევრომდე თანხის მისაღებად, გამომდინარე იქიდან, თუ რა კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებთ.

განაცხადის გაკეთება ხდება პლატფორმაზე https://www1.aade.gr/gsisapps/oilbftelectric/login/login.htm – სადაც უნდა შეხვიდეთ ტაქსინეტის კოდების საშუალებით, შემდეგ შევიყვანოთ რამდენიმე მონაცემი:

  1. დენის ქვითარზე არსებული ნომერი (არითმოს პაროხის).
  2. სახლის მისამართი ავტომატურად ამოვარდება.
  3. უნდა შევიყვანოთ სახლის ფართობი, თუ რამდენი კვადრატული მეტრია.
  4. უნდა მოვნიშნოთ სახლს ვქირაობთ თუ გვმასპინძლობენ უფასოდ, ორივე შემთხვევაში საჭიროა გამქირავებლის ან მასპინძელის აფიმის მითითება.
  5. თუ სახლი თქვენს საკუთრებაშია, არაფერს მონიშნავთ და პირდაპირ გააგრძელებთ განაცხადს.
  6. ბოლოში ვუთითებთ საკონტაქტო ნომერს, ელ. ფოსტას და სახლის ტელეფონის ნომერს, თუ გვაქვს.

განაცხადის შეყვანის შედეგად გამოჩნდება მიღებულია თუ არა ის და ასევე, ელექტრონული ფაილი, სადაც მითითებული იქნება თანხის კონკრეტული რაოდენობა, რომელიც ჩამოგეჭრებათ შემდეგ ჯერზე.

onalem

ტესტ