fbpx
საზოგადოება

კორონავირუსი: ბერძნებმა 1 კვირის სამყოფი პროდუქტი შეიძინეს, მაკარონი კი 3 კვირაც კი ეყოფათ

ΙΕΛΚΑ-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ 10-დან 7 ბერძენს, კორონავირუსის პანდემიის გამო, იმდენი პროდუქტი აქვს შეძენილი, რომ მინიმუმ 1 კვირის მანძილზე ეყოს.

გამოიკითხა დაახლოებით 1.050 მომხმარებელი, 18-19 მარტის ფარგლებში. მათგან დაახლოებით 70%-ს შეძენილი აქვს 1 კვირის სამყოფი პროდუქტი, მაგრამ რაც შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა მაგალითად მაკარონი და ბრინჯი, გამოკითხულთა 50%-ს შეძენილი რაოდენობა 2-3 კვირის მანძილზეც კი ეყოფათ.

ასევე, 9% ამბობს, რომ ისინი არ ენდობიან სუპერმარკეტებს და სჯერათ, რომ პანდემიის გააქტიურების შემთხვევაში, არ იარსებებს საკმარისი რაოდენობის საკვები.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ ნაკლებად სტუმრობს სუპერმარკეტებს, რადგან შიში და შფოთვა კორონავირუსთან დაკავშირებით შედარებით შემცირდა.

 

 

onalem

ტესტ